მას შემდეგ რაც N2 საჯარო სკოლა პროგრამის თამამონაწილე გახდა, ჩვენ ვცდილობთ რომ აქტიურად ჩავებათ ორგანიზაციის მიერ შემოთავაზებულ ღონისძიებებში. ამასთან ერთად ვანხორციელებთ საკუთარ იდეებსაც დასაბოლოო ჯამში მუშაობის პროცესი ყოველთვის მეტად საინტერესო,ხოლო შედეგი კი ნაყოფიერი გამოდის!
„კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“
2011 წლის 3 აპრილს მოსწავლეები მონაწილეობას ღებულობდნენ პროექტში, რომელიც საქართველოს კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის მიერ იქნა შემუშავებული. პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლეთა შორის როგორც ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობას, ასევე სამართლებრივი და კულტურული დონის ამაღლებას. კონსტიტუციონალიზმის ცენტრმა დაინტერესებულ მოსწავლეებს მისცა უფლება მონაწილეობა მიეღოთ იმიტირებულ საკონსტიტუციო სასამართლოში. იურისტთა ასოციაციის წევრთა ხელშეწყობით მოხდა მოსწავლეების დატრენინგება.
მოსწავლეებმა გააკეთეს სამახსოვრო ჩანაწერები კონტიტუციონალიზმის ცენტრის სამახსოვრო წიგნში.
თემისა და თემატური ტესტების შეფასების საფუძველზე გამოვლინდა კონკურსში „კონსტიტუციონალიზმისგაკვეთილები“ სამი გამარჯვებული:
I ადგილი: ლილე მიქაძე, II ადგილი: გაბრიელ ღვინინიანიძე, III ადგილი: დაჩი მეჯიდი
თემისა და თემატური ტესტების შეფასების საფუძველზე გამოვლინდა კონკურსში „კონსტიტუციონალიზმისგაკვეთილები“ სამი გამარჯვებული:
I ადგილი: ლილე მიქაძე, II ადგილი: გაბრიელ ღვინინიანიძე, III ადგილი: დაჩი მეჯიდი
,,ჩვენ და სამართალი’’
2011 წლის მაისის დასაწყისში კლუბის წევრების ორგანიზებით ჩატარდა ღონისძიება ,,ჩვენ და სამართალი’’. თემასთან დაკავშირებით განვიხილეთ შესაბამისი საკითხები. სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით ვისაუბრეთ იმაზე თუ რამდენად მაღალია საქართველოში სასამართლოს მუშაობის ხარისხი. გვქონდა ვიზიტი ,,იუსტიციის სახლში’’, სადაც გავეცანით დაწესებულების სტრუქტურასა და ფუნქციებს.
1 ივნისი – ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე
ბავშთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კლუბმა ორგანიზება გაუწია ფილმის ჩვენებას, რომელიც უშუალოდ ეხებოდა კონკრეტულ თემას. ჩვენების შემდეგ მოეწყო ფილმის განხილვა, რომელზედაც გამოითქვა მოსაზრებები და შთაბეჭდილებები ფილმის შესახებ. ამავდროულად 6 მაისის პარკში ჩატარდა ინტელექტუალური შეჯიბრი, ისევ და ისევ ამ საკითხთან დაკავშირებით.
,,მე და ჩემი უფლებები’’
კლუბმა მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში ,,მე და ჩემი უფლებები’’. სადაც წარვადგინეთ საკუთარი ჩანახატები, ესეები და სხვ. ამ თემასთან დაკავშირებით. მოხდა გამარჯვებულ მოსწავლეთა დაჯილდოვება. გამარჯვებული მოსწავლეების: ნინო ჩხიკვაძისა და სალომე აბუსელიძის დასახელდა საუკეთესოდ და დაიბეჭდა გაზეთ ,, აჭარა PS-ში’’.
,,მე თავად ვირჩევ ჩემს მომავალს''
გაიმართაკონფერენცია ,დებატები თემაზე ,,მე თავად ვირჩევ ჩემს მომავალს''და დასკვნით ეტაპზე ღონისძიების ფარგლებში ასევე შევხვდით ამერიკის ელჩს ჯონ ბასს
2011 წლის 24 დეკემბერს #2 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში არსებული საერთაშორისო ურთიერთობის კლუბის (ხელმძღვანელი – ცისანა ჩიკვაიძე) ერთობლივი მუშაობით დამუშავდა თემა ,,განრიდება’’.
პროკურორი: ზაზა მეტონიძე
სოც. მუშაკი – თამილა დუმბაძე
ფერიის ბავშვთა სახლი
2011 წლის 15 აპრილს სამოქალაქო კლუბმა ჩაატარა ღონისძიება ურეხის ბავშვთა სახლში. ღონისძიების ფარგლებში მოვაწყეთ კონცერტი და გასაუბრება ბავშვთა სახლის მაცხოვრებლებთან, რითაც მცირეოდენი წვლილი შევიტანეთ რათა გაგვეხალისებინა, მათი ერთი ჩვეულებრივი დღე! ღამდენიმე დღის შემდეგ ასევე დედამიწის დღესთან დაკავშირებით მოვამზადეთ თემები, რომლებიც უშუალოდ ეხებოდა სხვადასხვა გლობალურ პრობლემას!
შეხვედრა საკრებულოს თავჯდომარესთან, გიორგი კიკნაძესთან
სკოლების ურთიერთშეთანხმებული მუშაობა, კონკურენციის მაღალი, ჯანსაღი და თანაბარი დონე,
აი რა მიგვიყვანს გამარჯვებამდე !
კლუბის ორგანიზებით სკოლაში ჩატარდა ინტელექტუალური შეჯიბრი
,,რა? სად? როდის?!"
ჩვენი კლუბისთვის ძალიან საამაყოა ჩვენივე კლუბის წევრის, (ყოფილი პრეზიდენტის) სალომე აბუსელიძის მიერ შერჩევის პროცესის წარმატებით გავლა და საზაფხულო ბანაკის მონაწილეთა შორის მოხვედრა. სალომემ გაგვიზიარა ბანაკში მიღებული გამოცდილება და შთაბეჭდილებები, რის შემდეგაც კლუბის სხვა წევრებსაც მიეცათ სტიმული კიდევ უფრო მეტად აქტიურები გახდნენ, რათა მატი აქტიური მოღვაწეობაც შესაბამისად იქნას დაფასებული
2011 წლის ნოემბერში კლუბმა შეიმუშა პროექტი თამბაქოსა და ნარკოტიკის მავნებლობაზე!
მარტში სკოლაში ჩატარდა ტრენინგი ადვოკატირებაზე, რომელსაც ესწრებოდა კლუბის 25 წევრი; ტრენერი: ცირა კაპანაძე
,,უკეთ გავიცნოთ
კავკასია’’
ამა წლის 12 აპრილს ქ. ბათუმის #2 საჯარო სკოლის სამოქალაქო
კლუბმა ,,ბალავარმა’’ და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის საერთაშორისო ურთიერთობების
კლუბმა შეიმუშა საერთო ღონისძიება ,,უკეთ გავიცნოთ კავკასია’’. ღონისძიებაში მონაწილეობა
მიიღეს აგრეთვე #25 სკოლის მოსწავლეებმაც. კლუბების წევრებმა წარმოადგინეს მეტად საინტერესო
და შემეცნებითი ცნობები, ასევე ვიდეო მასალები ჩვენი განსახლების არეალის შესახებ.
ხაზი გავუსვით კავკასიური ეთნოსების მრავალფეროვნებას, დიად კულტურას და ამავადროულად
მათ უშუალო კავშირს საქართველოსთან. ღონისძიების მიზანი უპირველესყოვლისა გახლდათ ისიც,
რომ დაგვემტკიცებინა , თუ რაოდენ დიდია განსხვავებული მრწამსისა და ეროვნების მქონე
კავკასიელი მოსახლეობის რაოდენობა ჩვენი სამშობლოს ტერიტორიაზე, რაც თავისთავად მიუთითებს
ქართველების ტოლერანტ და შემწყნარებელ ბუნებაზე.
სამოქალაქო კლუბ ,,ბალავარის“ შეხვედრები სამუშაო ოთახში.ჩვენ ვიკრიბებით კვირაში ერთხელ, ვიზიარებთ იდეებს, აზრებს და ვგეგმავთ ღონისძიებებსა და აქტივობებს საჭიროებებიდან გამომდინარე.
ჩვენი კლუბის აქტიურმა მუშაობამ მოიზიდა მე-7, მე-8 კლასის მოსწავლეები და ითხოვეს კლუბში გაწევრიანება. კლუბის სტრუქტურა არ ითვალისწინებდა მათ ასაკობრივ ჯგუფს, თუმცა მათივე ინიციატივიდან გამომდინარე ჩავრთეთ აქტივობებში და საიმედო ცვლაა მე-11, მე-12 კლასელებისთვის.
კლუბის ლიდერი (ნინო სანაძე) და ერთ-ერთი აქტიური წევრი (ნინო ჩხიკვაძე) დაესწრნენ ტრენინგს სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოს გამოყენების შესახებ.
სამოქალაქო კლუბების სამუშაო გამოცდილების გაზიარება-წარდგენა დემოკრატიის და ჩართულობის ცენტრში
ინიციატივა ჩვენი სკოლის მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე. საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა ქ. ბათუმის საკრებულოს თავჯდომარესთან ბატონ გ. კირთაძესთან
ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვასთან დაკავშირებით კლუბმა მოაწყო მე-9, მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეთა შორის სკოლის პირველობისთვის შეჯიბრი მინი-ფეხბურთში.
გამარჯვებული გუნდები დაჯილდოვდნენ კლუბის ლოგოთი შემკული სიმბოლური სიგელებით.
გამარჯვებული გუნდები დაჯილდოვდნენ კლუბის ლოგოთი შემკული სიმბოლური სიგელებით.
კლუბი ,,ბალავარი“ ამა წლის 4 მაისს წარსდგა სკოლის მოსწავლეთა წინაშე კლუბის წლიური ანგარიშით და კიდევ ერთხელ მოახდინა კლუბის პოპულარიზაცია