მას შემდეგ რაც N2 საჯარო სკოლა პროგრამის თანამონაწილე გახდა, ჩვენ ვცდილობთ რომ აქტიურად ჩავებათ ორგანიცაზიის მიერ შემოთავაზებულ ღონისძიებებში. ამასთან ერთად ვანხორციელებთ საკუთარ იდეებსაც დასაბოლოო ჯამში მუშაობის პროცესი ყოველთვის მეტად საინტერესო, ხოლო შედეგები კი - ნაყოფიერი გამოდის !
- ამა წლის ივნისს-აგვისტოს, დაბა ბაზალეთიში,სამოქალაქო განათლების საზაფხულო ბანაკი მასპინძლობდა კლუბების აქტიურ ლიდერებსა და წევრებს I,II,III,ნაკადს ყოველთვის საინტერესო სტუმრები და შინაარსობრივად დატვირთული 5 დღის გატარება მოუწიათ.
- საზაფხულო ბანაკის გახსნას ესწრებოდნენ მედიის წარმომადგენლები "მესენჯერში"დაიწერა სტატია რადიო "მწვანე ტალღამ" და "TV Palitra" გააკეთეს სიუჟეტები. ასევე ქეთრინ ქედველის შეხვედრა საზაფხულო ბანაკის მონაწილეებთან 24 ივლისს საზაფხულო ბანაკის მონაწილეებისთვის გაიმართა სემინარი საგზაო უსაფრთხოების თემაზე - “საჭესთან ფხიზლად”, რომელსაც გაუძღვა „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ აღმასრულებელი დირექტორი - მაია ქობალია.
- 22-23 ივლისს, ბანაკის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ შეხვედროდნენ სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში გამოცემული სახელმძღვანელოების ავტორებს ნინო ბესელიას და ნინო ერემაშვილს. შეხვედრის თემა იყო აქტიური მოქალაქეობა და თანამშრომლობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ასევე, ბანაკის მონაწილე მოსწავლეებმა და პედაგოგებმა მიიღეს რეკომენდაციები დამხმარე სახელმძღვანელოების გამოყენების შესახებ.
- 2012 წლის 20 ივლისს, ბაზალეთში, სამოქალაქო განათლების საზაფხულო ბანაკი - „აქტიური მოქალაქე“ - მეორე ნაკადი დაიწყო. ბანაკი 20-25 ივლისს გაგრძლდება და მასში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს 11 რეგიონის 91 აქტიური კლუბის ლიდერი და სამოქალაქო განათლების პედაგოგი.2012 წლის 3 აგვისტოს, დაბა ბაზალეთში, სამოქალაქო განათლების საზაფხულო ბანაკში გაიმართა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კავკასიის მისიის დირექტორის, ბ-ნ სტივენ ჰეიკინის შეხვედრა ბანაკის მონაწილე მოსწავლეებთან.
6 თვის ანგარიშის წარდგენა - კლუბი ,,ბალავარი'' დაჯილდოვდა საკლუბო ტექნიკის კომპლექტით და სერთიფიკატით მის მიერ გაწეული წარმატებული მუშაობისათვის
კონფერენცია თემაზე: "ბირთული ტესტირება და სამოქალაქო საზოგადოება " მომხსენებელი -ანი მეტრეველი
ამა წლის 7 მაისს ქ.ბათუმის 2 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა,, ბალავარმა'' მიმართა ქ.ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს ბატონ : გიორგი კირთაძეს ინიციატივით, რათა დაემონტაჟებინათ ჩვენი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ასვალტზე რკინის კონსტრუქცია, რომელიც უზრუნველყოფდა არა მარტო ჩვენი სკოლის მოსწავლეების, არამედ იქვე მდებარე საბავშვო ბაღის აღსაზრდელების უსაფრთხოებასაც.
საკრებულო გამოეხმაურა ჩვენს ინიციატივას და მოგვარდა პრობლემა, რომელიც მოსწავლეთათვის ქმნის უსართხო გარემოს,რაც ჩვენი კლუბის წარმატებად მიგვაჩნია და კიდევ ერთი ნაბიჯია ჩვენი გაცნობიერებული მოქალაქეობრივი მოვალეობისა.
საკრებულო გამოეხმაურა ჩვენს ინიციატივას და მოგვარდა პრობლემა, რომელიც მოსწავლეთათვის ქმნის უსართხო გარემოს,რაც ჩვენი კლუბის წარმატებად მიგვაჩნია და კიდევ ერთი ნაბიჯია ჩვენი გაცნობიერებული მოქალაქეობრივი მოვალეობისა.
დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში გაიმართა შეხვედა სადაც კლუბებმა წარადგინეს ნამუშევრები, რომლებიც შეიქმნა თემაზე "უთხარი არა ძალადობს სკოლაში." ჩვენმა კლუბმაც რათქმა უნდა მიიღო ამ ღონისძებაში მონაწილეობა და წარადგინა თავისი ნამუშევარი.
ექსპედიცია აჭარის რეგიონში შუმათაში ჩატარდა. იგი ეხებოდა მტაცებელ ფრინველებს კონკრეტულად "გველიჭამიას". ექსპედიცია შედგა 25 სექტემბერს და მას ხელმძღვანელობდა სირანუშ ტუმანიანი. რამდენიმე დღით ადრე ჩაატარდა ტრენინგ-სემინარი "გადამფრენ-მტაცებელ ფრინველზებზე, რომელსაც ასევე ხელმძღვანელობდა სირანუშ ტუმანიანი.
2 ნოემბერს სიქა-ს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში სტუმრად ეწვია აჭარის დელეგაცია. ქვემო ქართლისა და აჭარის რეგიონების აქტიურმა სასკოლო სამოქალაქო კლუბებმა ერთმანეთს გაუზირეს საკლუბო მუშაობისა ად წარმატებების გამოცდილება. რუსთავის #12, 15 ად მე-20 სკოლებსა და ბათუმის ელიტარულ სკოლა "გორდას", #2 და #9 სკოლებს შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობისა და მეგობრობის მემორანდუმს, რომლის საფუძველზეც რეგიონების სკოლები გააგრძელებენ თანაშრომლობას, დაგეგმავენ და ერთობლივად განახორციელებენ სამოქალაქო აქტივობებს.
მცირე საოჯახო ტიპის სახლის ბავშვებს კლუბის წევრმა მარიამ ტარიელაშვილმა ჩაუტარა მასტერ კლასი და დაამზადებინა ხელნაკეთი ნივთები, რომელიც საქველმოქმედო გამოფენა გაყიდვაზე გავიტანეთ
2012წ 11 ნოემბერს გაიმართა საქველმოქმედო საღამო უნარ შეზღუდულთათვის ,,ხელი ხელს და ერთმანეთისთვის""და ჩვენმა კლუბმა მცირე საოჯახო ტიპის აღსაზრდელებთან ერთად დაამზადა ხელნაკეთები გამოფენისათვის ,კონცერტზე აღსაზრდელ ლუკა სარალიძესთან ერთად იგალობა კლუბის წევრმა ალექსანდრა გორგილაძემ და ერთად შევეცადეთ კიდევ ერთი დღე გაგველამაზებია მათთვის.
2012 წლის 5 დეკემბერს, ბათუმის 2 საჯარო სკოლაში, სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრებმა მოხალისეთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს. შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენე მშვიდობის კორპუსის მოხალისეები, რომლებმაც მოხალისეობრივ საქმიანობაზე ისაუბრეს. სამოქალქო კლუბის წევრები ნაყოფიერად თანამშრომლობენ მშვიდობის კორპუსის მოხალისეებთან და არაერთი ინიციატივა განახორციელეს ერთად თემისა და სკოლის სასარგებლოდ. კლუბების ლიდერებმა ისაუბრეს მათ მიერ განხოციელებულ ერთობლივ ინიციატივებზე და მიღებულ გამოცდილებაზე.
შეხვედრის დასასრულს მშვიდობის კორპუსის მოხალისეები და სამოქალქო კლუბების აქტიური წევრები მოხალისეობრივი საქმიანობის წარმატებით შესრულებისთვის სერთიფიკატებით დააჯილდოვეს.
შეხვედრის დასასრულს მშვიდობის კორპუსის მოხალისეები და სამოქალქო კლუბების აქტიური წევრები მოხალისეობრივი საქმიანობის წარმატებით შესრულებისთვის სერთიფიკატებით დააჯილდოვეს.
სამოქალაქო კლუბი,, ბალავარი''სტუმრად იმყოფებოდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში სადაც ასოციაციის იურისტმა გიორგი ხიმშიაშვილმა ჩაუტარა ტრენინგ სემინარი თემაზე,,არასრულწლოვანი და დანაშაული'',სადაც ასევე ისაუბრეს პიროვნების სიცოცხლის, ჯანმრთელობის, თავისუფლებისა და, აგრეთვე, საზოგადოებრივი მორალის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ერთობლიობასა და არასრულწლოვანთა დანაშაულის ეფექტურ პრევენციასა და კანონმდებლობის ბაზის დახვეწაზე პასუხისმგებლობისა და საპატიმრო სასჯელის ალტერნატიული ფორმების გამოყენებით
სამოქალქო კლუბმა „ბალავარმა“ გადაწყვიტა საქართველოს რკინიგზაში სტუმრობა და მათი საქმიანობის გაცნობა. ამისათვის დავუკავშირდით შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელს და შევთანხმდით შეხვედრაზე.
2012 წლის 25 დეკემბერს, ვესტუმრეთ სს. საქარათველოს რკინიგზის დასავლეთ საქართველოს სალიანდაგო სამმართველოს აჭარის რეგიონის ხელმძღვანელს ბატონ ლევანი ჩავლეიშვილს. შეხვედრაზე ბავშვებმა გაიგეს თუ კონკრეტულად რა საქმიანობას ასრულებს სალიანდაგო სამმართველო, როგორ უზრუნველყოფენ მატარებლების და მგზავრების უსაფრთხო მოძრაობას. ასევე შეხვედრაზე გამოიკვეთა ის ძირითადი პრობლემები რასაც აღნიშნული სამსახური აწყდება კერძოდ, რკინიგზის გადასასვლელზე მძღოლების და ასევე ფეხითმოსიარულეთა არასწორი მოძრაობით გამოწვეული უბედური შემთხვევები. აღნიშნულმა საკითხმა ბავშვების ყურადღება მიიქცია და შემოგვთავაზეს ერთობლივი ინიციატივის განხორციელება, რაც სავარაუდოდ შეიძლება იყოს, საზოგადოების ინფორმირება რკინიგზის გადსასავლელზე უსაფრთხო მოძრაობის წესების დაცვის შესახებ.
სალიანდაგო სამსახურის ხელმძღვანელობა დაინტერესდა ბავშვების მიერ შეთავაზებული ინიციატივით, რაზეც აღნიშნეს რომ ნამდვილად სასარგებლო იქნება მათი ორგანიზაციისთვის და ასევე საზოგადოებისთვის და მის განხორციელებაში დახმარება აღვუთქვით.
ამა წლის 21 დეკემბერს სამოქალაქო კლუბ ,,ბალავარის''ინიციატივას გამოეხმაურა გასართობი ცენტრი ,,თავდაყირა''და ერთობლივად შევძელით წინა საახალწლო განწყობა შეგვექმნა მცირე საოჯახო ტიპის აღსაზრდელთათვის და გაგველამაზებინა მათთვის კიდევ ერთი ლამაზი დღე მათ ცხოვრებაში ,ასევე საკონდიტრო ,,კისკისამ'' ბავშვები დაასაჩუქრა საახალწლო ტორტით.ღონისძიება გააშუქა აჭარის ტელევიზიამ.პატარები ქალბატონმა გუნამ დააჯილდოვა სიგელებით ,, თავდაყირას საპატიო მეგობრები''