მას შემდეგ რაც N2 საჯარო სკოლა პროგრამის თანამონაწილე გახდა, ჩვენ ვცდილობთ რომ აქტიურად ჩავებათ ორგანიცაზიის მიერ შემოთავაზებულ ღონისძიებებში. ამასთან ერთად ვანხორციელებთ საკუთარ იდეებსაც დასაბოლოო ჯამში მუშაობის პროცესი ყოველთვის მეტად საინტერესო, ხოლო შედეგები კი - ნაყოფიერი გამოდის !
ფრთხილად მატარებელი !
2013 წ 18 იანვრის აქცია ,,ფრთხილად მატარებელი", გაიმართა ე.წ. მანთაშევის გადასასვლელზე, რომელიც მიზნად ისახავდა მოქალაქეების ერთგვარ გაფრთხილებასა და ინფორმირებას საგზაო წესების დაცვის აუცილებლობაზე.
2013 წ 22 იანვარს კლუბში სტუმრის სტატუსით მოწვეული გვყავდა მშვიდობის კორპუსის მოხალისე ემი ჰარი თემაზე:,,ამერიკა და არჩევნები", სადაც ამერიკის კონსტიტუციოლაზიზმთან დაკავშირებით მომზადებულ მასალასთან დაკავშირებით დასვეს კითხვები და გააკეთეს შედარებები საქართველოს კონსტიტუციასთან , იმსჯელეს საქართველოს კონსტიტუციის დახვეწის აუცილებლობაზე და პრევენციაზე მსოფლიო დემოკრატიულ სახელმწიფოთა მწყობრში ჩასადგომად
2013 წ.23 იანვარს დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში ჩატარდა კონკურსით გამოცხადებული ფილმების ჩვენება .ჩვენი კლუბის ფილმის თემა ,,ფრთხილად მატარებელი''მოიცავს უმნიშვნელოვანესს პრობლემასს, რომელიც ჩვენი საზოგადოების წინაშე დგას ,ეს არის საგზაო წესების არცოდნა და დაუცველობა ქუჩებში ასევე მატარებლის გადასასვლელებზე ,რაც ხშირად ავტო საავარიო შემთხვევებს ქმნის .ფილმი გადაგებულია რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით.
აიპ ( აჭარის ინტელექტუალური კლუბი) რა? სად? როდის? ბათუმის გამგეობის თავმჯდომარე ბატონ დავით ბაციკაძე გამოეხმაურა #2 სკოლის ინიციატივას ჩაეტარებინათ ინტელექტუალური თამაში სამოქალაქო საკითხებზე ბათუმის სამოქალაქო კლუბებს შორის ,ჩვენს ინიციატივას მოჰყვა გამოხმაურება და 2013 წლის 25 იანვარს ,#2 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზშინ ჩატარდა ინტელექტუალური თამაში, ჩვენს ინიციატივას გამოეხმაურა ბათუმის 16 სამოქალაქო კლუბი და განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების ცენტრის თანადგომით გამარჯვებული გუნდები I ადგილი---#8 სკოლა,,მონასპა'', II ადგილი---#2 სკოლა ,,ბალავარი'',III ადგილი---16 სკოლა,,ხატიას გუნდი'' და საუკეთესო მოთამაშე, დაჯილდოვდა სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით.თამაში მიჰყავდა დიმიტრი დარჩიას.
ქ.ბათუმის #2 საჯარო სკოლაში 2013 წ.28 იანვარს სტუმრის სტატუსით მოწვეული იყო ნარკოლოგიური ცენტრის დირექტორი ქალბატონი ლია ჯინჭარაძე ,მომზადებული თემების ,სლაიდ შოუს ,ფილმისა და კლიპის ჩვენებისას ,დაისვა კითხვები და ვისაუბრებთ ნარკოტიკებსა და მის მავნებლობაზე ,სტატისტიკასა და მისი გადაჭრის გზებზე .
2013 წლის 30 იანვარს #25 საჯარო სკოლაში გაიმართა სამოქალაქო კლუბების წლიური ანგარიშის ჩაბარება Ph internasional-წარმომადგენლის თამარ ფრუიძის ვიზიტისას ,პროგრამისგან სიგელებით დაჯილდოვდა სკოლის დირექტორი ქალბატონი მარიზა აბაშიძე, კლუბის კოორდინატორი მადონა გვარამია , კლუბის წევრები:დაჩი გორგილაძე , მარიამ ჩხაიძე,კლუბის წარმატებისთვის გაწეული დახმარებისათვის, კლუბი ინტელექტუალურ თამაშში რა? სად? როდის? II ადგილის ფლობისთვის დაჯილდოვდა ფასიანი საჩუქრითა და სიგელით ,საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა ნინო სონაძე. პრეზენტაციაზე ნაჩვენები იქნა ჩვენს მიერ გადაგებული ფილმი ,,ფრთხილად მაატარებელი ''და ,,ბალავარი''დასახელდა საუკეთესო და წარმატებულ კლუბად.
2013წ. 1 თებერვალს ქ.ბათუმის #2 საჯარო სკოლაში კლუბ ,,ბალავარის’’ თხოვნით განვითარებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის კავშირის ,,პროგრესი’’დირექტორს ქალბატონ ნინო გაბუნიას მივმართეთ რათა ჩვენთვის აქტუალურ თემაზე ,,ქალთა უფლებები და გენდერი ‘’ ჩაეტარებინა ტრენინგ -სემინარი ,რაზედაც ქალბატონი ნინო სიამოვნებით დაგვთანხმდა.თემის აქტუალობა განაპირობა იმ ფაქტმა, რომ ქალი საზოგადოებაში უამრავი დამცავი მექანიზმის მიუხედავად დაუცველია, კონსტიტუციური უფლებებითაც მხოლოდ სქესის მიხედვით ხდება მისი აღიარება ,თუკი ისტორიულ ფაქტსაც გავითვალისწინებთ ქალის მიმართ ოდითგანვე იყო პატივისცემა , მაგრამ გარკვეულ ეტაპზე მაინც დაუცველი აღმოჩნდა მწარე რეალობის მიუხედავად. ტრენინგის მსვლელობისას ისაუბრეს კანონმდებლობის მიღებისა და მისი დახვეწის აუცილებლობაზე ,საკანონმდებლო თვალსაზრისით შედარება გაკეთდა ყველაზე მოწესრიგებულ ქვეყანაზე ფინეთზე ,სადაც დაცულია ქალისა და მამაკაცის როლი გენდერული თვალსაზრისით. რადგან საქართველოს აქვს პრეტენზია ევროპაში ინტეგრაციისა და ფიქრობს კანონმდებლობის დახვეწაზე,ამიტომ მომავალმა თაობამ უნდა გააცნობიეროს თუ რატომ არის აუცილებელი გენდერული თანასწორობა, გადაწყვეტილება იყოს დაბალანსებული გადაწყვეტილების მომენტში,რომელიც ქვეყანას უკეთესობისაკენ წაიყვანს განვითარების თვალსაზრისით, ამის უტყუარ დასტურად თამარის ეპოქის მოყვანა შეგვიძლია.
1921წ 25 თებერვალი უმძიმესი დღეა ქართველი ხალხის ისტორიაში.ამ დღიდან საქართველოს ისევ დაედგა კისერზე რუსეთის უღელი -ახალი, საბჭოთა, ანუ კომუნისტური, გაცილებით უფრო მძიმე, სასტიკი და სისხლიანი, ვიდრე მანამდელი რუს-ხელმწიფის უღელი. ამაოდ დაიქცა კოჯრის მთაზე სისხლი ქართველი ახალგაზრდებისა, რომელთაგან ცამეტი გმირი თბილისში, ერთ საძმო საფლავში ჩააწვინა და დაიტირა ქართველმა ხალხმა“ და არა მხოლოდ ისინი , არასოდეს არცერთ თაობას არ უნდა დაავიწყდეს მათი გმირობა და დღევანდელი დღე არის შეხსენება იმ ტკივილისა რომელიც არასოდეს არ უნდა განელდეს, ამიტომაც 2 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ,,ბალავარის’’წევრებმა დილიდანვე თითოოეული სკოლის მოსწავლისათვის დამზადდა ყაყაჩოები-- 25 თებერვალს დაღუპულთა სიმბოლო, პატივი მივაგეთ იმ დაღუპულთა ხსოვნას, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს საქართველოს დამოუკიდებლობას, გაცოცხლდა ისტორიის მძიმე ეპიზოდები აუდიტორიისა და დამოწვეულ სტუმართა წინაშე (შ რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორების ო.ჯიბაშვილისა და ხათუნა დიასამიძე, კლუბი ,,გორდა’’), ნაჩვენები იქნა ფილმი და გაჟღერდა კოლაო ნადირაძის ლექსი-,,25 თებერვალი’.’მოსწავლეებმა შეამკეს სიცოცხლის ხე დაღუპულთა გვარ -სახელებითა და ყაყაჩოს სიმბოლოებით ,ასევე ჩავრთეთ აუდიტორიაც და 1921 წლის თებერვალში,ბოლშევიკური რუსეთის 11 საოკუპაციო წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლის ველზე დაცემული გმირები დასახელდა და წუთიერი დუმილით პატივი მივაგეთ მათ ხსოვნას, დასასრულს შესრულდა საგალობელი მათი სულის უკვდავსაყოფად
2013 წლის 6 მარტს, #2 სააჯრო სკოლის სამოქალქო კლუბი ვესტუმრეთ #6 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბს ”იმედს”. სტუმრობის მიზანი იყო კლუბის საქმიანობის და წარმატებების გაზიარება. კლუბ ”იმედს” ახალი ლიდერი და წევრები ჰყავს და ე ს შეხვედრა მათთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო კლუბის სამომავლო საქმიანობის დაგეგმვისა და განხორციელებისთვის. კლუბის საქმიანობის პრეზენტაციის მერე ვისაუბრეთ თუ რა ერთობლივი აქტივობების დაგეგმვა შეიძლებოდა, შევთანხმდით ერთობლივი ჯგუფური ვიზიტი განგვეხორციელებინა ნოტარიუსთან, ქალბატონ ხათუნა კალანდარიშვილთან.
აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით University Research Co., LLC-იმ (URC) ახორციელებს საქართველოს ტუბერკულოზის პრევენციის პროექტს. სტუდენტებმა და სამოქალაქო კლუბებმა გაიარეს ტრენინგ სემინარი ,შემუშავდა სლოგანი და მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია და დაურიგდა ფლაერები.
პროექტის მთავარი მიზანია შეამციროს საქართველოში როგორც რეგულარული, ისე რეზისტენტული ტუბერკულოზის შემთხვევათა რიცხვი.
ტუბერკულოზის პრევენციის პროექტი ხელს შეუწყობს კლინიკური მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას და ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა მის ფარგლებში მიღწეულ იქნას ტუბერკულოზის გლობალური მიზნები, შემცირდეს შეწყვეტილი მკურნალობის მაჩვენებელი, ტუბერკულოზის კონტროლმა მოიცვას რთულად მისაღწევი მოსახლეობა და ჯამში, საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში განხორციელდეს ტუბერკულოზის ადექვატური ეროვნული პოლიტიკა.
ტუბერკულოზის მსოფლიო დღესთან (24 მარტი) დაკავშირებით დაგეგმილი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მომზადდა 30 წამიანი ანიმაციური ვიდეო კლიპი
პროექტის მთავარი მიზანია შეამციროს საქართველოში როგორც რეგულარული, ისე რეზისტენტული ტუბერკულოზის შემთხვევათა რიცხვი.
ტუბერკულოზის პრევენციის პროექტი ხელს შეუწყობს კლინიკური მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას და ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა მის ფარგლებში მიღწეულ იქნას ტუბერკულოზის გლობალური მიზნები, შემცირდეს შეწყვეტილი მკურნალობის მაჩვენებელი, ტუბერკულოზის კონტროლმა მოიცვას რთულად მისაღწევი მოსახლეობა და ჯამში, საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში განხორციელდეს ტუბერკულოზის ადექვატური ეროვნული პოლიტიკა.
ტუბერკულოზის მსოფლიო დღესთან (24 მარტი) დაკავშირებით დაგეგმილი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მომზადდა 30 წამიანი ანიმაციური ვიდეო კლიპი
8-12 აპრილს კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), პროექტის დირექტორი-პავლე თვალიაშვილი და პროექტის კოორდინატორები თეა მხეიძე და ია გურჩიანი ახორციელებდა სასწავლო ტურს ზემო სვანეთის ახალგაზრდა ლიდერებისათვის. სასწავლო ტურში მონაწილეობას ღებულობდა ფარის, ლატალის, ეცერის,ჭუბერის,მაზერის თემიდან 15 ახალგაზრდა. სასწავლო ტური მიზნად ისახავდა წარმატებულ ორგანიზაციებთან ვიზიტს ბათუმში ,ზუგდიდში , ოზურგეთსა და ქუთაისში .სწორედ ამ ვიზიტის ფარგლებში მოხდა 10 აპრილს ბათუმის 2 საჯარო სკოლაში სტუმრობა, სამოქალაქო კლუბ ,,ბალავართან'', განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების ცენტრის ღონისძიების ფარგლებში. კლუბმა ზემო სვანეთის თანატოლებს დახვედრა მოუწყვეს და იზრუნეს მათ სასიამოვნო განწყობაზე, ასევე მოხდა გამოცდილების გაზიარება ზემო სვანეთის თანატოლებთან პრეზენტაციისა და აქტივობების სახით, სადაც თითოეულ მხარეს შესაძლებლობა ჰქონდა წარედგინა საკუთარი იდეები და შევთანხმდით ერთობლივი ღონისძიებებისა და პროექტების განხორციელებაზე. ასევე დაიგეგმა ორგანიზაციებსა და ახალგაზრდებს შორის კავშირების გაძლიერება თანამშრომლობის ხელშეწობა.
ხელი ხელს’’--- საქველმოქმედო საღამო. ჩვენივე სკოლის მოსწავლის ნოდარ მამფორიას დასახმარებლად კლუბმა გამოიჩინა ინიციატივა და 3 აპრილს 14 საათზე ჩატარდა საქველმოქმედო სასიამოვნო საღამო. ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობენ ჩვენი სკოლის შემოქმედი და მუსიკალური ნიჭით დაჯილდოვებული მოსწავლეები, რომლებმაც სასიამოვნო საღამო აჩუქეს დამსწრე საზოგადოებას და ჩვენივე სკოლის სიამაყე ნორჩი პოეტი ნიკა ფუტკარაძე წარსდგა თავისი შემოქმედებით და აუქციონზე გამოიტანა საკუთარი ლექსების კრებული და თანხა გადაირიცხა ფონდში, ასევე შემოწირული თანხა 370.50 ლარი გადაირიცხება ნოდარ მამფორიას ფონდში საქართველოს ბანკის ანგარიშზე: GE72BG0000000302788700GEL
2013 წლის 16 აპრილი - აჭარის პრობაციის ბიურო მასპინძლობდა სამოქალაქო კლუბების მოსწავლეებს და ისაუბრენს, ,განრიდებაზე'', პრობაციის ბიუროს მუშაკებმა მოსწავლეებს გააცნეს მათი მუშაობის აუცილებლობა პრობაციონერთა საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის ,როგორც სრულუფლებიანი წევრებისა. შეხვედრის დასასრულს დაიგეგმა ტრენინგ სემინარი 2 საჯარო სკოლაში.
2013წლის 20 აპრილი---ახალგაზრდული ფორუმი, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს პროგრამის მონაწილე პარტნიორი სკოლების ღია დიალოგის წარმართვას ,პასუხისმგებლობის გადანაწილებას, არსებული პრობლემების გავლენის, გადაღვრის კუთხით და ახალგაზრდული ჯგუფების აქტიურ ჩართვას ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში,
ფორუმზე შემუშავებული პროექტების განხორციელებისათვის შეიქმნება საინიციატივო ჯგუფები, აგრეთვე მობილიზება გაუკეთდება ქალაქში, სოფელსა თუ თემში არსებულ ყველა საჭირო რესურსებს და დაიგეგმება პროექტის განხორციელება.
ჯგუფების მუშაობას ახორციელებდა ფასილიტატორი ტრენერი პედაგოგები და დამხმარე ფასილიტატორი მოსწავლეები, რომლებიც ღონისძიების დასრულებისას დაჯილდოვდნენ სერთიფიკატებით მონაწილეებთან ერთად.
ფორუმზე შემუშავებული პროექტების განხორციელებისათვის შეიქმნება საინიციატივო ჯგუფები, აგრეთვე მობილიზება გაუკეთდება ქალაქში, სოფელსა თუ თემში არსებულ ყველა საჭირო რესურსებს და დაიგეგმება პროექტის განხორციელება.
ჯგუფების მუშაობას ახორციელებდა ფასილიტატორი ტრენერი პედაგოგები და დამხმარე ფასილიტატორი მოსწავლეები, რომლებიც ღონისძიების დასრულებისას დაჯილდოვდნენ სერთიფიკატებით მონაწილეებთან ერთად.
15 აპრილი სიყვარულის დღე -- მაკდონალდისა და სამოქალაქო კლუბების ,,ბალავარისა ''და გიმზაზიის ,,კარპენდიემის''ერთობლივი ინიციატივა. იქ მოსულ სტუმრებს ხვდებოდა სასიამოვნო მუსიკა ,როგორც ქართული ფოლკროლიდან ასევე თანამედროვე მუსიკის ჰანგებიდან. მცირე დროის განმავლობაში მოვახერხეთ მათთვის სასიამოვნო მუსიკით კარგი განწყობის შექმნა .
22 აპრილი --დედამიწის საერთაშორისო დღეა.ეს როგორც ერთობლივი ღონისძიება დაიგეგმა სვანეთის დელეგაციის სტუმრობისას ,ამიტომ აღინიშნა პომპეზურად, ნინო ბერიძის მიერ მომზადდა თემა ,,დედა დედამიწა და ეკოლოგიური პრობლემები' 'მოსწავლეებმა ისაუბრეს იმ სიკეთეზე და ზიანზე რაც დედამიწას გააჩნია ადამიანთა ყოფით დღიდან კაცობრიობის გაჩენისა ,მომზადდა სლაიდ-შოუ,ნაჩვენები იქნა ორი დოკუმენტური ფილმი, ერთი დღე დედამიწაზე' 'და ,,პლანეტა დედამიწა სამყაროს საგანძური' 'ღონისძიება გაფორმდა მუსიკალურად მგზავრების რეპერტუარიდან, გაიღვიძა ბუნებამ' 'გამოვფინეთ სკოლაში გამოცხადებული კონკურსის ნამუშევრები დედამიწის თემაზე, მოსწავლეები შემოსილი იყო მწვანე ფერით. დირექციის, სამოქალაქო განათლების პედაგოგებისა და პრაქტიკანტი- მომავალი პედაგოგების მიერ აღინიშნა კაცობრიობის როლი დედამიწის სიცოცხლის გასახანგრძლივლებლად .ღონისძიების დასასრულს მოსწავლეთა მიერ მოტანილი ყვავილის ნერგებით გალამაზდა სკოლის ეზო და ქალაქში დარიგდა ფლაერები მწვანე ბუშტებთან ერთად.
გაეროს მეორე საგზაო უსაფრთხოების კვირეული და მსვლელობა ბათუმში * * * არასამთავრობო ორგანიზაცია ფონდის "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" ინიციატივით, გაეროს მეორე საგზაო უსაფრთხოების კვირეულის კამპანიის ფარგლებში 10 მაისს ქალაქ ბათუმში მსვლელობა მოეწყო, რომელიც საგზაო უსაფრთხოებას ეძღვნება. მსვლელობა გაიმართა ილია ჭავჭავაძის სახელობის თეატრის მიმდებარე ტერიტორიიდან 6 მაისის პარკამდე რუსთაველის ქუჩის გავლით. წელს კვირეული ფეხით მოსიარულეთა უფლებების დასაცავად იმართება. კამპანიის მიზანია "უსაფრთხო გზები ყველასთვის". ქალაქ ბათუმში მსვლელობა ქ. ბათუმის მე-2 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ "ბალავარის" და ბათუმის განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების ცენტრის მხარდაჭერითა და ინიციატივითა განხორციელდა. მსვლელობაში მონაწილეობა მიიღო აჭარის სამოქალაქო კლუბების მოსწავლეებმა, სტუდენტებმა, სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებისა და მედიის წარმომადგენლებმა, ცნობილმა პიროვნებებმა და დაინტერესებულმა მოქალაქეებმა. მონაწილეებს ეცვათ სპეციალური მაისურები, გამვლელებს დაურიგდათ საინფორმაციო ფლაერები და აქსესუარები. გაეროს მეორე მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, 6-12 მაისს მსვლელობები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში იმართება. გლობალურ კამპანიას საქართველოც შეუერთდა. მსვლელობა დასრულდა სამოქალაქო კლუბების ბაზაზე არსებული მუსიკალური ჯგუფების კონცერტით-ჯგუფი ,,ფოლკი’’ და თამთა ხუხუნაიშვილის მონაწილეობით.
1 ივნისს ბავშვთა საერთაშორისო დღეს ,6 მაისის პარკში N2 საჯარო სკოლის ინიციატივით გაიმართა საქველმოქმედო კონცერტი ,რომელშიაც მონაწილეობას ღებულობდა 2 საჯარო სკოლის სტუდია ,,ანდამატი''გამოფენა -გაყიდვით,სამოქალაქო კლუბ ,,ბალავარი'', შემოქმედებითი მოსწავლეებით, მუსიკალური ნომრებით და ჯგუფი ,,folk'', სასულიერო გიმნაზიის მუსიკალური ჯგუფი ,, საერო ელიტარული სკოლა ,,გორდა'' გამოფენა- გაყიდვით, ასევე ,,შავფაროსნები''-ქართული საბრძოლო ხელოვნების შემსრულებლები.შესრულდა ნახატები ,,ბავშვთა უფლებების ''თემაზე,დარიგდა ფლაერები და ბუშტები ,ასევე სახე მოუხატეს პატარებს ,სრულდებოდა პორტრეტები და შემოსული თანხა 76.60ლ,5$,1 თურქული ლირა,გადაირიცხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დღის ცენტრის ,,ცხოვრების ყვავილები''-ს ანგარიშზე
აჭარის ახალგაზრდული ფორუმის აქტიური მოსწავლეებისა და პედაგოგების პროექტების პრეზენტაცია რეგიონის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართა. სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, ფორუმი 20 აპრილს ჩატარდა და მასში 150 ბავშვი გაერთიანდა. პროექტების განსახორციელებლად 10 საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა. ისინი მცირე პროექტებს ბავშვთა უფლებების, ეკოლოგიის, ცხოვრების ჯანსაღი წესის, ეკომიგრანტების, უსაფრთხოების, სამოქალაქო განათლებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების თემებზე წარადგენენ. ბათუმის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის ხელმძღვანელ მაია ქათამაძის განცხადებით, პროექტის მიზანი ახალგაზრდობის პრობლემების კვლევა, მათი გადაჭრის გზების ძიება და რეკომენდაციების შემუშავებაა. მსგავსი პროექტები მოზარდების საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართულობას გაზრდის.
აკადემიური წლის შემაჯამებელი ღონისძიება ბათუმში 2013 წლის 12 ივნისს, ბათუმში, სასტუმრო „ინტურისტის“ საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში აკადემიური წლის შემაჯამებელი ღონისძიება. პროგრამის საქმიანობაზე და მის შედეგებზე ისაუბრა აჭარის რეგიონის პროგრამის პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციის, ბათუმის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია ქათამაძემ. პროგრამის მომდინარეობასა და მის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა მანანა ყუბანეიშვილმა. მონაწილეებს მიესალმა აჭარის განათლების, სპორტისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ბ-ნი ლადო მგალობლიშვილი. ბ-ნმა ლადომ აღნიშნა, რომ ის მიესალმება ახალგაზრდების ინციატივებს და სამინისტრო მხარს დაუჭერს მათი იდეების განხორციელებას, უფრო მეტიც, სამოქალაქო კლუბებს აქვთ შესაძლებლობა წარადგინონ პროექტები სამინისტროს ახალგაზრდულ დეპარტამენტში და მოიპოვონ მცირე გრანტები მათ განსახორციელებლად. მოსწავლეებმა პრეზენტაციები წარმოადგინეს პროგრამის ყველა კომპონენტზე. მოწვეულ სტუმრებს აჭარის რეგიონის სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგი, საუკეთესო კლუბის მეურვე და წარმატებული პედაგოგის ტიტულის მფლობელი პედაგოგები წარუდგინეს. ღონისძიებაზე დასახელდნენ ტექნიკის კონკურსში გამარჯვებული სამოქალაქო კლუბები და მათ გადაეცათ სერტიფიკატები. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბათუმის ფილიალის წარმომადგენელმა, ნინო თავლაშვილმა სტაჟირების მონაწილეებს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქარი - წიგნები, გადასცა. ღონისძიებაზე მადლობის სიგელებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ პროგრამის მხარდამჭერი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ახალგაზრდული ფორუმის მონაწილე პედაგოგები და მოსწავლეები. ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების და არასამთავრობო ორგანიზაციების, საგანმანათლებლო რესურს ცენტრების წარმომადგენლები, აჭარის რეგიონის პროგრამის პარტნიორი სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგები, მოსწავლეები, მშობლები და სკოლის ადმინისტრაცია.
ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს, ქ. ბათუმში , აჭარის რეგიონის სამოქალაქო კლუბების ალიანსის ინიციატივით მშვიდობიანი აქცია „აქტიური მოქალაქეები ძალადობის წინააღმდეგ“ მოეწყო.
აქციის მიზანი ძალადობის წინააღმდეგ აქტიური მოქალაქეების პოზიციის დაფიქსირება იყო.
„არა ძალადობას“, „ერთად ვებრძოლოთ ძალადობას“ - ამ ლოზუნგებით აქცია ევროპის მოედანზე დაიწყო და რამდენიმე წუთიანი მსვლელობის შემდეგ 6 მაისის პარკში დასრულდა.
აქციის მონაწილეები ასევე გამოეხმაურნენ ძალადობის მსხვერპლ, აქტიური მოქალაქის, მარიამ კოჩალიძის გარდაცვალების ფაქტს და მისი ხსოვნის პატივსაცემად სანთლები დაანთეს.
აქციაში მონაწილეობა მიიღო სამოქალაქო კლუბების 500 - მდე მოსწავლემ და პედაგოგმა. აქციას ასევე შეუერთდა და მსვლელობაში მონაწიეობა მიიღო არასამთავრობო ორგანიზაცია „ბორჯღალის“ , სახალხო დამცველის აპარატის, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ადმინისტრაციის, საერთაშორისო განათლების ცენტრის, ახალგაზრდა ისურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა.
ღონისძიება გაშუქდა აჭარის ტევიზიის, ტელეარხი 25, გაზეთი „აჭარის“ , რადიო „თავისუფლების“ მიერ.
აქციის მიზანი ძალადობის წინააღმდეგ აქტიური მოქალაქეების პოზიციის დაფიქსირება იყო.
„არა ძალადობას“, „ერთად ვებრძოლოთ ძალადობას“ - ამ ლოზუნგებით აქცია ევროპის მოედანზე დაიწყო და რამდენიმე წუთიანი მსვლელობის შემდეგ 6 მაისის პარკში დასრულდა.
აქციის მონაწილეები ასევე გამოეხმაურნენ ძალადობის მსხვერპლ, აქტიური მოქალაქის, მარიამ კოჩალიძის გარდაცვალების ფაქტს და მისი ხსოვნის პატივსაცემად სანთლები დაანთეს.
აქციაში მონაწილეობა მიიღო სამოქალაქო კლუბების 500 - მდე მოსწავლემ და პედაგოგმა. აქციას ასევე შეუერთდა და მსვლელობაში მონაწიეობა მიიღო არასამთავრობო ორგანიზაცია „ბორჯღალის“ , სახალხო დამცველის აპარატის, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ადმინისტრაციის, საერთაშორისო განათლების ცენტრის, ახალგაზრდა ისურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა.
ღონისძიება გაშუქდა აჭარის ტევიზიის, ტელეარხი 25, გაზეთი „აჭარის“ , რადიო „თავისუფლების“ მიერ.
N 2 საჯარო სკოლაში მასწავლებლის კვირეულის ფარგლებში 4 ოქტომბერს ჩატარდა მასწავლებლების დღისადმი მიძღვინილი ღონისძიება ლოზუნგით ,,ქვეყნად არცერთი ბრძენი არ იყო მასწავლებელი რომ არ ჰყოლოდა'', სადაც მოწვეულ იქნა ღვაწლმოსილი პედაგოგები და სამოქალაქო კლუბ ,,ბალავართან'' ერთად მოსწავლეები მოეფერა პედაგოგებს. დღესასწაული გაფორმდა მუსიკალური ნომრებით,დერეფანში მოეწყო მასწავლებლისადმი მიძღვილი ბავშვების ნამუშევრების გამოფენა და სიმბოლურად ყველა პედაგობს მიართვეს თითო- თითო ვარდი. სამასწავლებლო და ყოველი კაბინეტი მოეწყო სადღესასწაულოდ და საჩუქრად მიიართვეს ტორტი კლუბის სახელით